"მოსალოდნელია წვიმა და თოვლი", - რას წერს გარემოს ეროვნული სააგენტო

18-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa
"მოსალოდნელია წვიმა და თოვლი", - რას წერს გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამინდის უახლოესი დღეების პროგნოზი გამოაქვეყნა:

"19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი,  

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.  

ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო  საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - წერია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები