"მარტი? მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ", - რა განცხადებას აკეთებს მიხეილ ცაგარელი

03-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
"მარტი? მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ", - რა განცხადებას აკეთებს მიხეილ ცაგარელი

სტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემა „შუადღის“ ეთერში,  მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ, ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის ისაუბრა.

ასტროლოგის თქმით მარტი მანდილოსნების თვეა, რომელიც 20 მარტამდე ემოციურად გრძელდება.

 „მარტი მანდილოსნების თვეა, განსაკუთრებით აქტიურია 20 რიცხვამდე. ამ დრომდე გავდივართ თევზების ზოდიაქოს ნიშანს, ემოციურობას ქალურობას, ინტუიციას.

მორიელები მკაცრი მშობლები არიან და დედა ისე არ უყვართ ახალგაზრდობაში, როგორც დიდობაში. ორი ნიშანი ყველაზე მეტად ვისაც ბავშვებს უყვართ, არის მშვილდოსანი და თევზები, რომლებსაც ყირაზე დგომა შეუძლიათ და მათი გიჟური სამყაროს მორგება“,- აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

რაც შეეხება თითოეულ ზოდიაქოს, ცაგარელი მათ შესახებ ვრცლად საუბრობს:

ვერძი

20 რიცხვამდე ყველაზე ცუდი პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ.

თუ საშუალება გაქვთ ახლა ძველი გამოასწორეთ, გაანალიზების დროა, ახალი არაფერი დაიწყოთ, ფარული მტრები, ჭორები ინტრიგები. ენას კბილი დააჭირეთ და ისე იმოქმედეთ, მაშინ გაცილებით წარმატებულები იქნებით.

კურო

ცვლილებების დროა, სიახლეების დრო. ახალი ნაცნობობა, ახალი მანქანა, იდეა პროექტი, მეგობრები და ურთიერთობები, ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი.

ტვინი მომართეთ სპონტანური იმპროვიზაციისთვის. სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა

ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, გრანდიოზულ და სარისკო მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ, სადღაც 15 რიცხვამდე მაინც. ჯანმრთელობა არამდგრადია და არ გადაიღალოთ. პოზიტიური შანსები არის პროფესიონალური კუთხით.

კირჩხიბი

მოგზაურობის დროა, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა უცხოელებთან, საქმიანი და პარტნიორული. კირჩხიბებს სპორტული მიღწევების დრო აქვთ, ინტუიცია მზარდია.

ლომი

ენერგოტონუსი დაბალია, თავს საშუალება მიეცით დაისვენოთ, გარკვეული შანსები არის პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით

ქალწული

ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელი ენერგიული და მოძრავია, ყველაზე კარგი პერიოდია შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად კარგი პერიოდის ქორწინებისთვის, საქმიანი კონტაქტებისთვის. იაქტიურეთ 20-25 რიცხვამდე კარგი პერიოდი გაქვთ.

სასწორი

მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, საექიმო შეცდომების ალბათობაა, ეს ის დროა კოლეგებთან ხელმძღვანელებთან დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ვიაქტიუროთ, გადაღლის გარეშე.

მორიელი

სიყვარულის დროა, საუკეთესო პერიოდია 25 რიცხვამდე. შეიძლება საოცარი რომანტიკული თავგადასავლები გქონდეთ, იღბლიანობა მაღალია. ინტუიცია მძლავრია. წარმატებული პერიოდია, შვილებთან და სამსახურშიც.

მშვილდოსანი

სახლში ყოფნის პერიოდია, სარკასტული გამოთქმებით ნუ შეიქმნით პრობლემებს ნათესავებთან.მთავარია შეცდომები 20 რიცხვამდე არ დაუშვათ.

თხის რქა

კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალი აქვთ, შრომისუნარიანები არიან, ინიციატივიანია, თხის რქა პრაგმატულია, აქვს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები. მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების დროა. სწავლისთვის არის საუკეთესო დრო.

მერწყული

ენერგოტონუსი ეცემა და ჩარჩოებში ექცევით, რადგან ენერგია იკლებს, თქვენი აზროვნება პრაგმატული და ფრთხილი იქნება შეიძლება ადრეული საქმეებიდან ფინანსები შემოვიდეს.

თევზები

ამ ნიშანში ოთხი ზოდიაქოს პლანეტაა, პირადი ურთიერთობა, სამსახურებრივი საქმიანობა, ყველა სფეროში შანსები გაქვთ, იმოქმედეთ და იაქტიურეთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები