აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა Wells Fargo თითქმის 100 მილიონი დოლარით დააჯარიმა

09-04-2023
გიორგი ზ.
Aa

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Wells Fargo თითქმის 98 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

FED-ის განმარტებით, 2010-2015 წლებში ამერიკული ბანკი აქტიურად არღვევდა თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს და ირანში, სირიასა და სუდანში მილიონობით დოლარის არალეგალურ ტრანზაქციებს ახორციელებდა.

საერთო ჯამში, გამოძიებამ დაასკვნა, რომ Wells Fargo-ს მეშვეობით სანქცირებულმა პირებმა 532 მილიონი დოლარის ტრანზაქციების გატარება შეძლეს.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში Wells Fargo არაერთ სკანდალში იყო გახვეული, იქნებოდა ეს: სანქციების დარღვევის, ფული გათეთრებისა თუ არალეგალური ტრანზაქციების გატარების შემთხვევები. მხოლოდ 2020 წელს ბანკს თითქმის 3 მილიარდი დოლარის ჯარიმების გადახდა მოუწია.

Wells Fargo-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 142 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო-საფინანსო ორგანიზაციაა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები