"აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება" - რა განცხადებას ავრცელებს ფაშინიანი

23-02-2024
გიორგი ონიანი
Aa

აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, "ფრანს 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბაქოს ოფიციალური განცხადებები "დასავლეთ აზერბაიჯანის" შესახებ ნიშნავს, რომ სომხეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი პრაქტიკულად არ ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ დონეზე აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ მას არ აქვს თავდასხმის განზრახვა.

"ჩვენი ამოცანაა, სამშვიდობო შეთანხმებაში გამოვხატოთ სამი პრინციპი, რომელიც გამოცხადდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ პრობლემებისა და ოფიციალური ბაქოს განცხადებების გაანალიზებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ, დიახ, სომხეთზე თავდასხმა ძალიან სავარაუდოა", – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები