ოფიციალურად: ირანმა ისრაელს ომი გამოუცხადა - საბრძოლო მოქმედებები დაწყებულია

14-04-2024
გიორგი ონიანი
Aa

ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა.

"დამშვიდდით და მიჰყევით ბრძანებებს", - მედიაში ვრცელდება ისრაელის პრემიერის მიმართვა მოქალაქეებისადმი. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი კარგად არის მომზადებული ირანის თავდასხმებისთვის. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აფასებს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერას.


Facebook კომენტარები