"ქალი დავინახე დანით ხელში, კაცმა არ იცის, რას გადავრჩით", - რას წერს გოგა ჩანადირი

28-04-2024
Aa

"მოკლედ, ამსტერდამში ვარ ჯგუფთან ერთად. რამდენიმე ადამიანმა სასტუმროში მეტროთი დაბრუნება გადავწყვიტეთ. შევედით მატარებელში და თან შემოგვყვა მუსიკით მოსიარულე ქალი, რომელიც თან ცეკვავდა კიდეც. მეტროს თანამშრომელმა საოცარი სიმშვიდით მიუთითა, რომ დინამიკი გაეთიშა, მან კი გააპროტესტა და სხვა მხარეს გადაინაცვლა. რამდენიმე წამში ჩოჩქოლი ატყდა. გავიხედე და ეს ქალი უზარმაზარი დანით ხელში დავინახე. პურის დანას ჰგავდა. თუმცა, სათამაშო ხმალიც კი მეგონა. ბიჭები მიცვივდნენ, რომ წაერთმიათ, მაგრამ ქალმა ჩანთაში ჩაიდო. ძალიან აღელდა. ცოტახნისწინანდელი დარდიმანდობა სადღაც გაუქრა.  მგზავრები შფოთიანად მიმოიფანტნენ. არ ვიცი, საიდან, მაგრამ წამებში 15-მდე პოლიციელი გაჩნდა და პისტოლეტები მიუშვირეს, რომელიც ცეცხლსასროლს არ ჰგავდა. ქალმა ხელები ასწია და "ალაჰ აქბარის" თქმა დაიწყო. ჩვენ გამოგვყარეს, მატარებელს წასვლის ნებართვა არ მისცეს. მერე რა მოხდა, არ ვიცი. სასწრაფოდ დავტოვეთ მეტრო და ტაქსით წამოვედით.

კაცმა არ იცის, რას გადავრჩით.", - წერს გოგა ჩანადირი.


Facebook კომენტარები