ჯარიმის ასეთი ოდენობა იშვიათია - 65 000 დან 100 000 ლარამდე გადახდა მოგიწევთ

02-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
ჯარიმის ასეთი ოდენობა იშვიათია - 65 000 დან 100 000 ლარამდე გადახდა მოგიწევთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შავი ზღვის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმა 65 000-იდან 100 000 ლარამდე იზრდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით.

ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყით სარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას”, – განაცხადა შამუგიამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები