ეპოქალური მოვლენა ხდება 21 იანვარს, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს - მიხეილ ცაგარელი

15-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
ეპოქალური მოვლენა ხდება 21 იანვარს, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს - მიხეილ ცაგარელი

„სამშაბათ, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, ამიტომ აკონტროლეთ წნევა და იყავით ყურადღებით ამ დღეებთან“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

ასევე მისი თქმით, ამ კვირაში გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა.

„20 იანვრიდან მზე გადადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. რაც შემოიტანს თავისუფლებას, დემოკრატიას, მეგობრული კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე ავა. 

21 იანვარს კი ეპოქალური მოვლენაა, პლანეტა პლუტონი, რომელიც არის ძალიან ნელა მოძრავი პლანეტა, გადადის 20 წლით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს.

18 იანვრამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია, 18-ის შემდეგ კი დედამიწა უარყოფით ენერგო ველში გადადის, ამიტომ კვირის პირველი ნახევარი უკეთესია საქმეების მოსაგვარებლად“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

დაიჯესტი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები