საიდან შემოდის საქართველოში ღორის ხორცი უმეტესად - სტატისტიკა ცნობილია

09-04-2023
გიორგი ზ.
Aa

ღორის ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ევროპაში Danish Crwon ოფისებს ხურავს და თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს, რაც ევროკავშირიდან ექსპორტის მკვეთრი შემცირებითაა განპირობებული. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.


კომპანიის თანახმად, ხორცის გაყიდვების კლების მიზეზი ჩინეთის მეცხოველეობის სექტორის აღდგენა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. ეს კი მათ ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს, რადგან ორი წლის წინ ისტორიულად მაღალ ფასებსა და მასობრივ მოთხოვნას დუნე ექსპორტი და უხალისო მომხმარებლები ანაცვლებენ.


Danish Crown წლიური ხარჯების 58.6 მილიონი დოლარით შემცირებას ისახავს მიზნად, რაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში დანიის გარეთ გაყიდვების შემცირებას და კადრების 150 ერთეულით შემცირებას გამოიწვევს.


აღსანიშნია, რომ ევროკავშირი ღორის ხორცის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში და 2022 წელს მაჩვენებელმა 4.2 მლნ ტონა შეადგინა, 2023-ში კი 4 მლნ ტონამდე შემცირებაა მოსალოდნელი, რაც 5-წლიანი მინიმუმი იქნება.


რაც შეეხება საქართველოს, გასულ წელს იმპორტით 44.1 მლნ დოლარის 21.7 ათასი ტონა ღორის ხორცი შემოვიდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. თუმცა, ქვეყანაში ევროკავშირიდან მცირე ოდენობის პროდუქცია შემოდის.


საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის ღორის ხორცის მთავარი მიმწოდებლები არიან:

  • ბრაზილია - 34.2 მლნ დოლარი;
  • კანადა - 3.3 მლნ დოლარი;
  • ესპანეთი - 1.3 მლნ დოლარი;
  • გერმანია - 1.1 მლნ დოლარი;
  • ნიდერლანდები - 815.5 ათასი დოლარი.
  • აშშ - 505.6 ათასი დოლარი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები