მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი - რამდენად გაუარესდება ამინდი საქართველოში

03-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa
მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი - რამდენად გაუარესდება ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ 3-5 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით კი, დასავლეთ საქართველოში:

"3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - წერს სააგენტო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები