როგორ ვიკვებოთ სწორად სადღესასწაულო დღეებში - ენდოკრინოლოგის რჩევა
ახალი წლის პერიოდში სწორად კვება ბევრი ადამიანისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ხოლმე.
კითხვაზე, თუ როგორ ვიკვებოთ სააახალწლოდ სწორად, ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ "ფორტუნას" კითხვებს უპასუხა:
„გარდა იმისა, რომ ახალი წლის დღეებში, დიდი ოდენობით საკვებს მივირთმევთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – როგორ ვიკვებებით ახალი წლის წინა დღეებში. მნიშვნელოვანია, რომ არ მივმართოთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.
ამ პერიოდში ადამიანები მიმართავენ ე.წ. შიმშილს, რადგან ამა თუ იმ ღონისძიებაზე ჩაიცვან კონკრეტული ტანისამოსი, ეს კი საბოლოო ჯამში, ამძიმებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას. ამ დროს ხშირად ხდება გარკვეული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე ინტოქსიკაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი ახალი წლის წინა დღეებშიც მოვამზადოთ და 31 დეკემბერს შევხვდეთ დადებითი ემოციებით და არ აღმოვჩნდეთ სტაციონარში ან საწოლში.
წინა დღეებში ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ დიდი ოდენობით ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები,“ – აღნიშნავს ექიმი.