თუ საცობში დიდ დროს ატარებთ, მაშინ ამ ახალი გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

30-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa
თუ საცობში დიდ დროს ატარებთ, მაშინ ამ ახალი გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან, გარკვეულ საათებში, დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შესაბამის კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვლისწინებს, პარლმენტმა მხარი დაუჭირა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

palitravideo


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები