ცნობილია - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

25-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
ცნობილია - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში საკმაოდ ცუდი ამინდებია, რის გამოც გარკვეულ გზების მონაკვეთებზე მოძრაობაც კი აიკრძალა უსაფრთხოების მიზნით.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა 26 დეკემბრის საღამომდე გაგრძელდება:

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები