ზღვამ შესაძლოა სანაპირო ზოლი დააზიანოს - დიდი გაფრხილება ამინდზე
უახლოეს დღეებში მთლიანი საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსმა კობა ფარტენაძემ უახლოესი დღეების პროგნოზი გააკეთა - მისი თქმით, ადიდებულმა ზღვამ შესაძლოა ქალაქების სანაპირო ზოლებიც დააზიანოს:
„23 იდან 26 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, განსაკუთრებით კვირას - ყველგან იქნება ნალექი, მთასა და მაღალ მთაში თოვა და ქარბუქი, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 6 ბალი! მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების შექმნიდან გამომდინარე, შესაძლებელია განვითარდეს ნეგატიური პროცესები - მთაში გადაადგილება შეიზღუდება და ზღვამ შესაძლოა დააზიანოს სანაპირო ზოლი.
აუ თოვლი არ იქნება? მსგავსი კითხვები რომ არ დამისვათ გპასუხობთ - დაბლობსა და ბარში თოვლი ნაკლებ სავარაუდოა, შესაძლებელია იყოს მხოლოდ თოვლჭყაპიციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები საქართველოს 27 დეკემბერს დატოვებს.გისურვებთ მშვიდობიან დღეებს!“ - წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.