"ქარბუქი, წვიმა და თოვლი", - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან

22-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
"ქარბუქი, წვიმა და თოვლი", - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ ამინდის პროგნოზს რეგულარულად აქვეყნებს.

უახლესი პროგნოზით, ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ 23-დან 26 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე დიდწილად ცუდი ამინდი იქნება:

„23 დეკემბრის,  დღის მეორე ნახევრიდან, იწყება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების შემოსვლა და გავრცელება, რაც 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ზოგან ძლიერი ქარბუქი გაძლიერდება. დასავლეთის მიმართულების ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 23-24 დეკემბერს ღამით +3,+5 გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში 0-დან -2 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი -6, -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. 

თბილისში, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება.

დედაქალაქში 25 დეკემბრის ღამეს 0° გრადუსი იქნება, 26-27 დეკემბერს კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიკლებს."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები