კიდევ ერთი შტორმის საშიშროება - გაფრთხილება სინოპტიკოსებისგან

15-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
კიდევ ერთი შტორმის საშიშროება - გაფრთხილება სინოპტიკოსებისგან

რამდენიმე დღის წინ ბათუმში ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი შტორმი იყო. 

სინოპტიკოსები იტყობინებიან, რომ 18 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში ცუდი ამინდების ტენდენცია გაგრძელდება და შეიძლება კიდევ ერთი შტორმი ვიხილოთ, თუმცა შედარებით სუსტი (4-5 ბალიანი):

"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - წერს სააგენტო.

როგორც ირკვევა, დღის მეორე ნახევარში შეიძლება ქარის სიძლიერემ 30 მ/წმ მიაღწიოს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები