მოულოდნელი პროგნოზი - ხვალიდან ტემპერატურა 22 გრადუსამდე გაიზრდება

14-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
მოულოდნელი პროგნოზი - ხვალიდან ტემპერატურა 22 გრადუსამდე გაიზრდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობებში 22 გრადუსსაც კი მიაღწევს.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს:

„თბილისში 15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 დეკემბერს გამოიდარებს და დათბება. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 დეკემბერს გამოიდარებს და დათბება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 დეკემბერს გამოიდარებს. 

ქართლში, რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები