ვინ იყო 13 წლის გოგონა, რომელმაც გარდაცვალებამდე ცივი ომის ბედი გადაწყვიტა

10-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

1985 წელს 13 წლის სამანტა სმიტი გარდაიცვალა, რომელმაც, როგორც ამბობენ, ცივი ომის დასრულებას დიდად შეუწყო ხელი. 

როგორც ირკვევა, სამანტა სმიტმა მოასწრო რა საბჭოთა კავშირში მოგზაურობა და იქ ბევრი ადამიანისთვის ინსპირაცია გახდა, ამასთან ერთად კი, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დასტაბილურებას შეუწყო ხელი.

1982 წელს მან იური ანდროპოვს წერილიც მისწერა:

"პატივცემულო ბატონო ანდროპოვ, მე მქვია სამანტა სმიტი. ვარ ათი წლის. გილოცავთ ახალ სამსახურს. ძალიან ვნერვიულობ, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული ომი დაიწყება. თქვენ ომის დაწყებას ემხრობით, თუ არა ? თუ ომის წინააღმდეგი ხართ, მითხარით, როგორ აპირებთ ამის თავიდან აცილებას? რა თქმა უნდა, არ ხართ ვალდებული ჩემს კითხვაზე პასუხი გასცეთ, მაგრამ პასუხის მოსმენა ძალიან მინდა. რატომ გინდათ, მთელი მსოფლიოს ან ჩვენი ქვეყნის დაპრყობა? ღმერთმა სამყარო იმისთვის შექმნა, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვროთ და მასზე ვიზრუნოთ . არა დაიპყროთ, გთხოვთ, როგორც მას უნდა, ისე მოვიქცეთ და ყველა ბედნიერი იქნება."- დაწერა გოგონამ.

როგორც ირკვევა, მას ამ წერილის დაწერის ინსპირაცია მას შემდეგ მიეცა, რაც დედასთან ერთად ანდროპოვის ერთ-ერთ გამოსვლას უსმინა და დედამისს ჰკითხა, ყველას ასე თუ ეშინია ანდროპოვის, წერილს რატომ არავინ სწერსო და ამის გაკეთება თავად გადაწყვიტა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები