დღეს, 10 დეკემბერს ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება თქვენზე - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
დაუთმეთ დღე საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ავტომობილის მართვისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ნადირობისა და თევზაობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ინტიმური კავშირებისგან, რადგან მაღალია ვენერიული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თუმცა არ ღირს ცხარე საკვების და ალკოჰოლური სასმლის მიღება. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, მწვანე, წითელი და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი, ზურმუხტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.