ზონალური პარკირების პრობლემა - რას წერს მერია
თბილისის მერიის ცნობით, თბილისის ელექტრონული სერვისები ხარვეზით მუშაობს, რის გამოც, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება.
"ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება", - ვკითხულობთ მერიის ოფიციალურ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე ინფორმაცია მაშინვე მიეწოდებათ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები