საქსტატი: რუსეთიდან საქართველოში მიმდინარე წელს 20 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 56 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა.
როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი რაოდენობით პრეზერვატივი რუსეთიდან შემოვიდა (20 ტონა), 5-ეულს კი გერმანია, ლატვია, მალაიზია და ჩინეთი ავსებენ.
ამასთან ერთად, საქართველოდან ექსპორტზე 11 ტონა პრეზერვატივი გავიდა - ნაწილი სომხეთში, ნაწილი კი ბელორუსში.
შედარებისთვის, მთლიანად 2022 წელს საქართველოში 50 ტონა პროდუქტი შემოვიდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები