ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - მოემზადეთ, ჯერ ამინდი წელს ასე არ გაფუჭებულა

05-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa
ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - მოემზადეთ, ჯერ ამინდი წელს ასე არ გაფუჭებულა

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 დეკემბრიდან მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. 

„6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები