ცნობილია - რატომ და როდის შეიზღუდება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე

05-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa
ცნობილია - რატომ და როდის შეიზღუდება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე დროებით მოძრაობა შეიზღუდება.

მერია იტყობინება, რომ ამ არეალში 6 დეკემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილით მოძრაობა შეზღუდული იქნება.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები