"ერთხელ, როდესაც ფეხმოტეხილ მამა გაბრიელს სიარულზე ვაკვირდებოდი, უნებურად დამებადა აზრი", - უცნობი სასწაული, რომელიც ბერ გაბრიელს უკავშირდება

30-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa
"ერთხელ, როდესაც ფეხმოტეხილ მამა გაბრიელს სიარულზე ვაკვირდებოდი, უნებურად დამებადა აზრი", - უცნობი სასწაული, რომელიც ბერ გაბრიელს უკავშირდება

ფაქტი #5

მამა გაბრიელის ყოველი ნახვის შემდეგ მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი ბერი. თითქოს შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ის იყო დაფარულში მოღვაწე წმინდანი, რომელსაც შეეძლო შენი აზრისა და ფიქრის წაკითხვა. თუმცა, ამაში დარწმუნებული არ ვიყავი.

ერთხელ, როდესაც ფეხმოტეხილ მამა გაბრიელს სიარულზე ვაკვირდებოდი, უნებურად დამებადა აზრი, რომ შეიძლება ამ ავადმყოფობას იგონებდა, რადგანაც კიბეებზეც კი ჯანმრთელი ადმიანივით ადიოდა.

მამა გაბრიელმა თავის კელიაში შემიყვანა. ცოტა ხანს მესაუბრა და მითხრა, ახლა მე ცოტას დავისვენებ, შენ აქ იყავი, რამე წაიკითხეო. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ წამოდგა, გადმომხედა და მითხრა, ვერიკო, დაიჯერებ, რომ ახლა აქ ჩემთან უფალი იყო და მითხრა: “გაბრიელ, როგორც შენ გკტივა ფეხი, მეც ისე მტკივაო~.

ამ ნათქვამმა დამარწმუნა, რომ მამა გაბრიელს ფეხიც ნამდვილად სტკიოდა და ჩვენს გულში გაფიქრებულიც ყოველივე იცოდა.

ვერიკო მაჩიტაძე


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები