დედამიწამ 10 მილიონი მილი მანძილიდან ლაზერის სხივის საშუალებით შეტყობინება მიიღო - NASA

23-11-2023
გიორგი ზ.
Aa

ლაზერის სხივი, რომელიც 10 მილიონ მილზე მეტი მანძილიდან იყო გასროლილი, ახლახან დაეჯახა დედამიწას.

მაგრამ ეს ლაზერი სრულიად უვნებელია - და NASA ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არ არიან არაფერ შუაში. 

ლაზერი დედამიწაზე NASA-ს კოსმოსური ხომალდით Psyche გაიგზავნა, რომელიც ამჟამად დედამიწიდან 10 მილიონ მილზე (16 მილიონ კილომეტრზე) არის დაშორებული.

შედარებისთვის: ეს მთვარეზე 40-ჯერ უფრო შორს არის.

NASA იმედოვნებს, რომ ახალი ტექნოლოგია ერთ მშვენიერ დღეს მისცემს ასტრონავტებს საშუალებას, განახორციელონ ვიდეო ზარები დედამიწაზე, თუნდაც მარსიდან.

ეს იყო ლაზერული სისტემის პირველი ტესტი ან "პირველი შუქი" ღრმა კოსმოსური ოპტიკური კომუნიკაციებისთვის (DSOC).

ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ლაზერი გამოიყენეს მონაცემების გასაგზავნად მთვარის მიღმა.

NASA აცხადებს, რომ მას სურს გამოიყენოს აქ გამოცდილი ტექნოლოგია კოსმოსში საკომუნიკაციო ქსელის შესაქმნელად, ისევე როგორც დედამიწაზე გამოყენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები