საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა რძის და ხორცის წარმოება კი, გაიზარდა

19-11-2023
გიორგი ზ.
Aa

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა. რძის და და ხორცის წარმოება კი გაიზარდა.

კერძოდ, კვერცხის წარმოება 7.4%-ით შემცირდა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 148.6 მლნ კვერცხი იყო წარმოებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 160.5 მლნ კვერცხი.

3 თვეში წლიურად 22.1%-ით გაიზარდა ხორცის წარმოება და 18.2 ათასი ტონა შეადგინა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ასევე მოიმატა რძის წარმოების მაჩვენებელმა. კერძოდ, III კვარტალში სულ 170.9 მლნ ლიტრი რძე იყო წარმოებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 4.8%-ია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები