ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია - OECD

24-08-2023
გიორგი ზ.
Aa

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის დონე სტაბილურად 4.8% იყო (ზედიზედ 3 თვის განმავლობაში).

ამასთან, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის უმუშევრობის დონე არ შეცვლილა 10 ქვეყანაში, შემცირდა - 14 და გაიზარდა - 6 ქვეყანაში. გარდა ამისა, უმუშევრობის დონე რეკორდულ მინიმუმს მიუახლოვდა კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი TOP 10 ქვეყანა, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია:

  • კორეა - 2.6%
  • იაპონია - 2.6%
  • ჩეხეთის რესპუბლიკა - 2.7%
  • პოლონეთი - 2.7%
  • მექსიკა - 2.9%
  • გერმანია - 2.9%
  • ისლანდია - 3.3%
  • ახალი ზელანდია - 3.4%
  • ნიდერლანდები - 3.4%
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 3.4%

გარდა ამისა, აღსანიშნია, რომ 2023 წლის აპრილში OECD-ის ქვეყნებში ახალგაზრდების (15-დან 24-წლამდე) უმუშევრობის დონე 10.2%-მდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 17 ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე მეტად შვედეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პორტუგალიასა და იტალიაში. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები