„კულა“ ევროპის სამ ქვეყანაში ექსპორტზე გადის

18-04-2023
გიორგი ზ.
Aa

ხილისა და ბოსტნეულის კონსერვის მსხვილი ქართული მწარმოებელი კომპანია “კულა“ მუდმივად მუშაობს ახალ ბაზრებზე გასასვლელად. როგორც EastFruit-ი წერს, კომპანიის დამფუძნებლის, ვანო გოგლიძის განცხადებით, ქვეყნების სიას, რომლებშიც კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის, ცოტა ხნის წინ ალბანეთი, მოლდოვა და ბულგარეთი შეემატა.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინა ვეღარ აწვდის კონსერვებს აშშ-სა და ევროპის ბაზრებს, რის გამოც გასულ წელს „კულას“ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტი გაორმაგდა. იზრდება იმპორტიორი ქვეყნების რაოდენობაც, კერძოდ, ბოლო პერიოდში 3 ქვეყანა დაგვემატა

- განაცხადა მან.

ვანო გოგლიძის თქმით, ამ ეტაპზე ფასების გადახედვა არ იგეგმება, თუმცა ივნისში, როცა ნედლეულის ხარისხისა და მოცულობის მდგომარეობა გაირკვევა, შესაძლოა, საჭირო გახდეს კორექტირება.

„კულა“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 5 ქარხანა აქვს. კომპანია პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები