„იზი ჩარტერი“ მეორე საჰაერო ხომალდის შეძენას გეგმავს - რა ტვირთებს ემსახურება ქართული ავიაკომპანია
ქართული ავიაკომპანია „იზი ჩარტერი“ ავიაპარკის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მენეჯმენტი 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში წერს.
ამჟამად, „იზი ჩარტერს“ საკუთრებაში აქვს ერთი სატვირთო საჰაერო ხომალდი, რომლის მეშვეობით ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას უწევს.
თვითმფრინავი ბაზირებულია საქართველოში და რეისები ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე ავიაკომპანია ახორციელებს საერთაშორისო რეისებს მესამე ქვეყნებს შორის. ამასთან, კომპანიის ოპერირების ძირითადი არეალია ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის კონტინენტი.
რაც შეეხება კლიენტებს, „იზი ჩარტერს“ ჰყავს ისეთი დამკვეთები, როგორებიც არიან: Maersk, DSV, Bollore Logistics, Dynami Aviation, DHL, ARAMEX და სხვ. ასევე, ემსახურება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანია „ინდიტექსს“.
ამ კომპანიაში ავიაკომპანიამ ცალკე გაიარა სერტიფიცირება და როგორც ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნულია, მსოფლიოს უდიდეს ავიაკომპანიებთან ერთად ექსკლუზიურად ემსახურებოდა მას.