"ეს თვითმარქვიები ტყუილებით ვერაფერს მიაღწევენ", - ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას კვლავ აკრიტიკებს

18-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და კანონის მეორე მოსმენის დღისთვის საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

აღნიშნულს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და ოპოზიციურ პარტიებს თვითმარქვიები უწოდა:

"ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება.

ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება - მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან.

და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით.

თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები", - წერს ჩერგოლეიშვილი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები