პარლამენტმა აგენტების კანონი პირველი მოსმენით მიიღო

17-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. 

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათი სრული უმრავლესობა კი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, კანონპროექტს კი არცერთი წინააღმდეგი არ ჰყოლია.

კანონის ძალაში შესასვლელად კიდევ რამდენიმე პროცედურაა საჭირო.

მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის  მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები