ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - რით იმუქრება პაკისტანი?

07-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa
ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - რით იმუქრება პაკისტანი?

ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

პაკისტანსა და ინდოეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, დელიმ პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, შეტევა სამი სხვადასხვა ლოკაციის მიმართულებით განხორციელდა.

მიმდინარე ოპერაცია დადასტურდა ინდოეთის ხელისუფლების მიერაც. BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის ძალებმა ცხრა სამიზნე გაანადგურეს პაკისტანში.

როგორც REUTERS იუწყება, განსაკუთრებით ინტენსიური დაბომბვები და აფეთქებები ქაშმირის სასაზღვრო ზონებში დაფიქსირდა, რომლებიც პაკისტანის მიერ კონტროლდება.

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისლამაბადი ამ თავდასხმაზე შესაბამის პასუხს გასცემს, მას შემდეგ, რაც თავად აირჩევს დროსა და ადგილს.

"ჩვენი საჰაერო ძალები სრული მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება. ეს იყო პროვოკაციული და სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც ინდოეთის საჰაერო სივრციდან განხორციელდა", - აღნიშნულია პაკისტანის არმიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ თვეში ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმა მოხდა.


ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - რით იმუქრება პაკისტანი?

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები