ვლადიმერ პუტინი: "უკრაინასთან შერიგება დროის საკითხია"

04-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa
ვლადიმერ პუტინი: "უკრაინასთან შერიგება დროის საკითხია"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზება გარდაუვალია და მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. აღნიშნულის შესახებ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მგონია, რომ ეს პროცესები დროთა განმავლობაში მაინც მივა გარკვეულ დასასრულამდე. მიუხედავად მძიმე მოვლენებისა, რომლებიც ახლა ვითარდება, ადრე თუ გვიან, მოგვარება გარდაუვალი იქნება" - განაცხადა მან.

პუტინის თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთს არ დასჭირვებია ბირთვული იარაღის გამოყენება და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი საჭიროება არც მომავალში შეექმნებათ.

"არ ვთვლი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება საჭირო გახდა და ვიმედოვნებ, რომ ასეთი სცენარი არ დადგება", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ასევე გაუსვა ხაზი რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც, მისი თქმით, საკმარისია ოპერაციის მიზნების მისაღწევად.

"ჩვენს ხელთ არსებული რესურსები და ძალები საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წელს დაწყებული სამხედრო ქმედებები სასურველი შედეგით და ლოგიკურად დავასრულოთ", - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი: "უკრაინასთან შერიგება დროის საკითხია"

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები