VIDEO დამიანე კვარაცხელია მამიკოს ჯილდოთი თამაშობს – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე

10-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ასტონ ვილას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემ სოციალურ ქსელში პატარა დამიანე კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, როგორ თამაშობს უსაყვარლესი დამიანე მამის ჯილდოთი.

შეგახსენებთ, გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს „ასტონ ვილასთან“ მოაგებინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა.


FACEBOOK კომენტარები