"უმძიმესი დღეები მოელის, უბედურება ტრიალებს მის თავს" - რომან გოცირიძე
ეს არის ცესკო-ს მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ - შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები - ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიმხვდარა, რა უბედურება ტრიალებს მის თავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.
გოცირიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები „აბსურდულია“.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები