ტრამპი საკუთარ გუნდთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს - The New York Times

03-03-2025
გიორგი ზ.
Aa

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლებს შეხვდება, რათა განიხილოს და, სავარაუდოდ, მიიღოს ზომები კიევის წინააღმდეგ. ინფორმაციას The New York Times-ი ერთ-ერთ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მიიღო.

ტრამპთან შესახვედრად ემზადებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი. The New York Times-ის ინფორმაციით, საუბარი შეეხება კიევისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების ან სრული შეწყვეტის საკითხს, რომლის მიწოდება მანამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო დამტკიცებული.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები