"გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც ყოველ ჯერზე ვპასუხობ" - რას წერს მდინარაძე

13-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

"ვისი ბი­ძაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იყო ჩემი ჯგუ­ფე­ლი­სა და მე­გობ­რის მამა და რა თქმა უნდა მის დაც­ვა­ზე უარს მის შვილს არ ვე­ტყო­დი!" - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

ამ პოს­ტით მდი­ნა­რა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ წარ­სულ­ში ის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბი­ძის ად­ვო­კა­ტი იყო

"ყო­ველ ორ-სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­მო­ვარ­დე­ბა-ხოლ­მე “ნი­უ­სი” - მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბი­ძის ად­ვო­კა­ტი იყო… მეც არ ვი­ზა­რებ და ყო­ველ ჯერ­ზე ვპა­სუ­ხობ: ვისი ბი­ძაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ლე­ვან თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იყო ჩემი ჯგუ­ფე­ლი­სა და მე­გობ­რის მამა და რა თქმა უნდა მის დაც­ვა­ზე უარს მის შვილს არ ვე­ტყო­დი! (სხვა­თა შო­რის მარ­თა­ლი იყო და გა­მარ­თლდა კი­დეც!)

ყო­ველ­თვის ასე ვიქ­ცე­ო­დი და მო­მა­ვალ­ში რომ და­ვუბ­რუნ­დე ჩემს ძველ პრო­ფე­სი­ას, ჯგუ­ფელს, კურ­სელს, კლა­სელს, მე­გო­ბარს და ა. შ. ნამ­დვი­ლად არ ვე­ტყვი უარს დაც­ვა­ზე, თუ ეს თა­ვად ნა­ცე­ბის ოდი­ო­ზურ, მწა­მე­ბელ და ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე ლი­დე­რებს არ შე­ე­ხე­ბა (თუმ­ცა მა­თაც აქვთ დაც­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა და მათ დამ­ცვე­ლებ­საც კი ვე­რა­ვინ და­ა­მუ­ნა­თებდ­ვო­კა­ტო­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის ექიმს, მო­ძღვარს და ა. შ. ამას ცალ­კე, არა­ფა­შის­ტუ­რი შეგ­ნე­ბა ჭირ­დე­ბა).

ნა­ცე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი და უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მა­რი რომ ვი­ყა­ვი, ის კად­რე­ბი “რა­ტომ­ღაც” არას­დროს “გა­უ­ნი­უ­სე­ბი­ათ” გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია, რომ თა­ვად­ვე მი­დას­ტუ­რე­ბენ - ისე ვცხოვ­რობ და ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს, რომ ამა­ზე მეტი “კომ­პრო­მა­ტი” ვე­რას­დროს ვე­რა­ფე­რი მი­პო­ვეს ნა­ცებს და გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ცებ­თან მო­ღა­ლა­ტე­ებს წუ­ხელ ძა­ლი­ან გა­უ­ხა­რი­ათ სოცქსე­ლებ­ში.

სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბის მოხ­სნის და ბინ­ძუ­რი შავი პი­ა­რის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ფორ­მა აქვთ არ­ჩე­უ­ლი - ეგ ჩვე­ნი­ა­ნი იყოო (მტყუ­ან­ზე და­ა­გი­ნებ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­გას და­გიტ­რი­ა­ლებენ, იგი­ნე­ბაო )" - წერს მდი­ნა­რა­ძე.

ისე, რა­ნა­ი­რი გა­რე­წა­რი, თვით­ლუსტრი­რე­ბუ­ლი და მძი­მედ და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, გა­სა­შა­ვებ­ლად სხვას შენი თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა და­აბ­რა­ლო ამა­სო­ბა­ში ტრამ­პი და პუ­ტი­ნი მსოფ­ლი­ოს ახალ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ და ესე­ნი მე დამ­დე­ვენ, ვის ბი­ძას და ბი­ცო­ლას ვი­ცავ­დი ად­ვო­კა­ტო­ბის დროს


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები