"კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს, მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს", - ანდრეი შევჩენკო
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ თქვა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და მეგობართან, კახა კალაძესთან ურთიერთობა აღარ აქვს.
"მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, - განაცხადა შევჩენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კალაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო თანაგუნდელები იყვნენ ჯერ კიევის დინამოში, შემდეგ კი მილანში.
ანდრეი შევჩენკო რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში და მხარს უჭერდა კახა კალაძეს უკვე პოლიტიკოსის რანგშიც.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები