"ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკული ჯარის უკრაინაში გაგზავნას", - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

12-02-2025
გიორგი ზ.
Aa

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკული სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა ვაშინგტონის პოზიცია ამ საკითხზე ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჰეგსეტმა მკაფიოდ უპასუხა:

"ჩვენ არ ვაგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში.

ამასთან, გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრისას მათ თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებს.

ევროპის კონტინენტი იმსახურებს, რომ თავისუფალი იყოს ნებისმიერი აგრესიისგან, თუმცა სწორედ მეზობელმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ყველაზე დიდი ინვესტიცია ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაში“, - განაცხადა ჰეგსეტმა


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები