მთავრობა გადადგება, სუსი და ცესკო უკან მიყვება - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
პროტესტის წარმატებას ასე ვხედავ:
1. ახლა გაძლიერდება ოპო პარტიებისადმი დაკვეთა რომ შეიცვალონ.
მთავარ თემად იქცევა.
ეს სპექტრს გადაახალისებს, მიუხედავად იმისა ის ოთხი დინოზავრი აყოლას ამჯობინებს, თუ ჩათრევას.
2. ოპოზიციური პოლიტიკური პროცესის გახალისება გააფართოვებს აქციებს - გაზაფხულზე ქუჩას უფრო დიდ ძალას დავუნახავთ.
მთავრობის გადადგომის მოთხოვნა მწვავედ დადგება.
აქცია გადადექის იყვირებს და ხალხის გუგუნის ფონზე, ბიძინას საყრდენის რღვევა უფრო ინტენსიური გახდება
3. მთავრობა გადადგება, სუსი და ცესკო უკან მიყვება - ბიძინას, მისთვის კარგ შემთხვევაში, მაკრონი წაიყვანს
4. ახალი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდება რომელსაც გაქცეული ბიძინა ვეღარ გააკონტროლებს.
(ტრანზიციისას ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს როგორც ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი)
5. ფედერალისტები, სულ მცირე, 20 პროცენტს ავიღებთ.
რავი - მე ძაან მარტივად ვხედავ ყველაფერს, თუ სწორად წაიყვანა ხალხმა და ჯერ სწორად მიყავს.