რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაიწყოს - მედია

24-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

"კრემლი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაიწყოს", - ამის შესახებ Telegram არხი ПолитСатирка წერს. მისი ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგები შემოდგომისთვის არის მოსალოდნელი.

"პირველ რიგში, შეიძლება, მოეწყოს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ქართველი დეპუტატის ვიზიტი მოსკოვში. თავიდან მოლაპარაკებები სახელმწიფო დუმის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე შეიძლება დაიწყოს - ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ ბევრი სენსიტიური საკითხია", - წერს არხი წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც ПолитСатирка წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ რუსეთი აფასებს თბილისის ადეკვატურ, გაბედულ და პირდაპირ პოზიციას.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები