"ვერა ქობალია 2008 წლის ომში დაინვალიდებულ პირად იყო მოხსენიებული... ბოკუჩავასთვის გადაცემული იყო "ეიფლის" მობილური, საჯაიასთვის ოქროს სამკაული" - პროკურორი

18-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი თავი კა­ნონ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნა, ის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სახ­სრებს ფა­რუ­ლად იყე­ნებ­და ჯი­ბის ფუ­ლად,- ამის შე­სა­ხებ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის და სდსს-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მუ­ჯირ­მა დას­კვნით სი­ტყვა­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვილ­სა და ჯა­ნა­ში­ას კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა ჰქონ­დათ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრებს პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ხარ­ჯავ­დნენ.

„თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გან­ხილ­ვა დას­რულ­და. ბრალ­დე­ბის მხა­რემ შე­ა­ჯე­რა და ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თა ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რაც ამ სა­სა­მარ­თლო­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვამ ჩვენ ერ­თა­დერთ დას­კვნამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას მიერ შექ­მნი­ლი იყო კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა, ისი­ნი მხი­ლე­ბუ­ლი არი­ან კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას მიერ შექ­მნი­ლი იყო კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა, სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრე­ბი მათი ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის, მათი გა­რე­მოც­ვის­თვის კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად.

ხარ­ჯე­ბი 3 წლი­სა და 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 მი­ლი­ონ­ზე მეტ და­ნა­ხარჯს მო­ი­ცავს. აქ ძი­რი­თა­დად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, თინა ბო­კუ­ჩა­ვა, სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ივა­ნა მე­ლაი, სხვა არა­რე­ზი­დენ­ტი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ წარ­მო­ად­გენ­დნენ სტუმ­რებს და მათი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ვერ იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ ხარ­ჯე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზით ერ­თა­დერთ დას­კვნამ­დე მივ­დი­ვართ, რომ 9 მი­ლი­ო­ნი და­ნა­ხარ­ჯი­დან არ­ცერ­თი თეთ­რი არ მოხ­მა­რე­ბია ქვეყ­ნის ლე­გი­ტი­მურ ინ­ტე­რესს.

ბო­კუ­ჩა­ვას­თვის გა­და­ცე­მუ­ლი იყო "ეიფ­ლის" მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას­თვის ნა­ყი­დი იყო 3 500 ლა­რად ოქ­როს სამ­კა­უ­ლი. ასე­ვე ერთი ხარ­ჯი იყო, რო­მე­ლიც კო­მი­კუ­რი იყო, მა­გა­ლი­თად, ვერა ქო­ბა­ლი­ას აუ­ღეს პას­პორ­ტი, თით­ქოს საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბი იყო სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი და ვერა ქო­ბა­ლია 2008 წლის ომში და­ინ­ვა­ლი­დე­ბულ პი­რად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ერ­თა­დერთ, სწორ და კა­ნო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს მათი დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის სა­ხით",- გა­ნა­ცხა­და მუ­ჯირ­მა.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მედ იც­ნობს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­აც. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის დიდი ოდე­ნო­ბით - 9 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები