“ეს ვიდეო ჩემი გადაღებულია... მომვარდა, მეჯაჯგურა, ძალის გამოყენებით 5-მა კაცმა გამათრია გარეთ, კვალი ყელზე ახლაც მაქვს“ - რას ჰყვება დამკვირვებელი მარნეულის N69-ე უბანზე, რომლის შედეგებიც გაუქმდა

31-10-2024
Aa

მარ­ნე­უ­ლის N69-ე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ირაკ­ლი ჭუმ­ბუ­რი­ძე იმ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს, წერს, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც ჩუ­მად შეძ­ლო. მისი თქმით, მას უბან­ზე სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და.

“ეს ვი­დეო ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლია. მე ვი­ყა­ვი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი #69 უბან­ზე.

მარ­ნე­ულ­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე დამ­ხვდა მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ხალ­ხი. თავ­მჯდო­მა­რემ ამიკ­რძა­ლა ფო­ტოს გა­და­ღე­ბა და რე­გის­ტრა­ტუ­რი­დან მო­შო­რე­ბით და­მა­ყე­ნეს, სა­ი­და­ნაც ვე­რა­ფერს და­ი­ნა­ხავ­და ვე­რა­ვინ.

რო­გორც კი ეჭვი შე­მე­პა­რა, რომ აქ რა­ღაც ხდე­ბო­და, რად­გან ბევ­რი კაცი ტრი­ა­ლებ­და შიგ­ნით, და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი ტე­ლე­ფო­ნით, მაგ­რამ არ ვი­ღებ­დი. ცოტა ხან­ში მო­მეს­მა დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ქა­ლის ყვი­რი­ლი, რას შვრე­ბი­თო, ამ ყვი­რილ­ზე მოვტრი­ალ­დი და ჩემ წინ და­ვი­ნა­ხე, რომ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი მუ­ჭით ეჭი­რა ერთ ბე­ი­ჯი­ან ტიპს და ჩავ­რთე კა­მე­რა. კი­დევ კარ­გი ფო­ტოს ნაც­ვლად ამ ხუ­თწა­მი­ა­ნი ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა მო­ვას­წა­რი და ეგ­რე­ვე ჯი­ბე­ში შე­ვი­ნა­ხე, რომ არა­ვის და­ე­ნა­ხა და არ წა­ერ­თმი­ათ ტე­ლე­ფო­ნი. თუმ­ცა მა­ინც იეჭ­ვეს, რომ რა­ღა­ცის გა­და­ღე­ბა მო­ვა­ხერ­ხე...

მა­ლე­ვე მომ­ვარ­და ეს ტიპი და ცალ­კე გაყ­ვა­ნა ცადა, მე­ჯაჯ­გუ­რა, მაგ­რამ არ გავ­ყე­ვი და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით 5-მა კაც­მა გა­მათ­რია გა­რეთ. გა­მაგ­დეს უბ­ნი­დან. ამ თრე­ვის კვა­ლი ყელ­ზე ახ­ლაც მაქვს.

მინ­და რომ ყვე­ლა სხვა დამ­კვირ­ვე­ბელ­საც და ხალ­ხს გთხო­ვოთ, მოჰ­ყვეთ ფაქ­ტე­ბით, ვინ რა ნა­ხეთ და გა­მო­ი­ა­რეთ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე,“ - წერს ირაკ­ლი ჭუმ­ბუ­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მარ­ნე­უ­ლის აღ­ნიშ­ნულ უბან­ზე შე­დე­გე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია, ხოლო დუ­შე­თის ერთი უბ­ნი­დან ოქმი არაა მი­ღე­ბუ­ლი.


FACEBOOK კომენტარები