ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციის თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის პოლიციის განცხადებით, არის მსხვერპლი.
ჟურნალისტი, მიხეილ ხაჩიძე, აქვეყნებს ვიდეოებს და წერს:
🔴კიდევ ერთხელ, ირანის რეჟიმი უტევს ისრაელს და ამას ირიბად აკეთებს წელიწადზე მეტია მისი მარიონეტების მეშვეობით.
ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის სრული უფლება. ტერორისტები უნდა განადგურდნენ!!
ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ისრაელის ხალხის გვერდით და ვლოცულობთ მათი უსაფრთხოებისთვის. მათ შორის ისრაელში მყოფი უამრავი ქართველუსათვის, ქართველი- ებრაელისთვის, ყველა ისრაელელისთვის!!
ამასაც გადაიტანენ, გაიმარჯვებენ სახელოვნად!! Am Israel Chai
ქართველი-ებრაელები გლეჯენ!!!
ბალესტიკური რაკეტების წვიმა იყო და აივანზე იდგნენ და ჩემთვის ვიდეოებს უღებდნენ. მიყვ ❤️❤️ გმირების ქვეყანა!