Dailymail-ი ავრცელებს რეპერის და პროდიუსერის Puff Diddy-ის კადრებს, რომელიც მის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული.
54 წლის შონ კომბსი მუსიკალური მაგნატი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერია. Puff Daddy თავისი მეგობრის და ჰიპ-ჰოპის ლეგენდის, Notorious B.I.G.-ის პროდიუსერი იყო. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გრემის სამი პრემია, თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან მერაია ქერი, მერი ჯი ბლაიჯი, აშერი. მუსიკის გარდა ქმნიდა პროექტებს მოდის, ტელევიზიისა და ალკოჰოლის სფეროში.
16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy - Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად.
ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.