თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. მოდელს "ინსტაგრამზე" რამდენიმე საათის წინ გამომწერებს ფოტო-ვიდეო გაუზიარა, რომელიც ერთ-ერთი სალონიდან იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი ვიდეოები