„მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

05-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და იგი ყოველდღიურ სიახლეებს გვიზიარებს.

ამჯერად ნანუკა გამომწერებს ახალ კადრებს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

„ზოგი ისე ხდება 100 წლის, სიბერის შიში არ იცის რა არის, ზოგი კი ამ უაზრო ფიქრის აკვიატებას ძალიან ახალგაზრდა იწყებს. მე, 37 წლის ვიყავი როცა პირველად შემეშინდა ასაკის.

ახლა, ამ გადასახედიდან კი მეცინება, მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. ახლა მგონია, რომ სინამდვილეში ყველაფერი წინაა. რაც არ უნდა შეგაშინოთ წლებმა და რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, იცოდეთ, თუ თქვენ მოინდომებთ, ნებისმიერ დროს დაიწყებთ ნულიდან. და მინდა იცოდეთ გოგოებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თუ თქვენი სტიმული ვარ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


FACEBOOK კომენტარები