აჩიკო ბერიძე: "ქართულ ოცნებაში მოსვლის შემოთავაზება მისგან მივიღე"
ქართული ოცნების პარტიულ სიაში მომღერალი აჩიკო ბერიძე შევიდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მამუკა მდინარაძის რჩევით მიიღო:
„სამი წლის წინ მამაჩემი გახდა საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუმცა მე არც მაშინ მქონია პოლიტიკური კარიერის შექმნის სურვილი. თავიდან ბოლომდე შემოქმედებაზე ვიყავი გადართული.
ახლა შემოთავაზება მამუკა მდინარაძისგან მივიღე. მასთან მე დიდხნიანი ურთიერთობა მაკავშირებს. მანა, სანამ ის „ქართულ ოცნებაში“ მოვიდოდა, ჯერ კიდევ 2009-2010 წლებში, როდესაც საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, მე მისი იურიდიული კომპანიის დირექტორი ვიყავი. ვმეგობრობდით და საქმიანი ურთიერთობაც გვქონდა.
მამუკამ შემომთავაზა, „ქართული ოცნების„ წევრი გავმხდარიყავი. რომ არ დაიმალოთ, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს. როდესაც გული და სულით სიმღერაში ხარ და შენი მსმენელი ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანია, ბუნებრივია, ამას მოჰყვება მტკივნეული რეაქციები. არ მინდოდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და თავი ავარიდე ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი მივხვდი, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი შიშები. ვიგრძენი, რომ ვჭირდებოდი ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს…“