ანა ნაცვლიშვილი: "ივანიშვილი არჩევნების სანაცვლოდ ამის გაკეთებას აპირებს"

26-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

26 ოქტომბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მოგების შემდეგ აფხაზეთის აღიარებას გეგმავს:

„ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება. მას შემდეგ, რაც რუსეთის დავალებით ივანიშვილმა საქართველოს წინაშე გახსნილი ევროკავშირის კარი ჩაკეტა და განზრახ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე შეაჩერა, ივანიშვილი გეგმის შემდგომ ეტაპზე გადადის.

საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რისთვისაც როგორც თავად ამბობს, მას თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება – ეს არის სწორედ ამ მზაკვრული, მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი.

საქართველოს კონსტიტუციაში არის ძალიან მკაფიო, ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე. სწორედ ამ ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილი უმიზნებს, როდესაც ის საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები