„ამას მთელი საბანკო სისტემის კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს“ – რომან გოცირიძე
ეკონომისტმა და პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში იმ საშიშროებებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საბანკო სისტემა დგას.
„რუსული სრაფი გზავნილების სისტემა “ზალატაია კარონა” ამერიკული სანქციების ქვეშ მოჰყვა. რუსულ პრესაში იწერება, რომ საქართველოში ზოგიერთო ბანკის ბარათებზე გადარიცვები ვერ ხერხდება, ზოგში კი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ქართული ბანკი არღვევს სანქციოებს. ამას მთელი საბანკო სისტემის კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს. სასწრაფოდ უნდა მიხედოს ამ საკითხს ეროვნულმა ბანკმა", - წერს გოცირიძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები